ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსზე

 10/04/2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ ტრენინგკურსს იწყებს. კურსზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოებაში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სრულიად უფასოდ გაივლიან დარგის ქართველი და გერმანელი ექპერტების მიერ მომზადებულ კურსს.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და  მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და  კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.

ტრენინგკურსის შესახებ


სამუშაო ენა: ინგლისური (A2 დონე); ქართული (C1 დონე)
ადგილმდებარეობა: აღნიშნული კურსი ტარდება ონლაინ

 


კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

   მოდული 1: Fundamentals and Threat Landscape
   მოდული 2: Infrastructure and Security Assessment
   მოდული 3: Web Security and Resilience
   მოდული 4: Cloud, Mobile, and Application Security
   მოდული 5: Penetration Testing and Forensics

 


ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?


განაცხადის გაკეთება შეუძლია კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს: სტუდენტებს, სხვა დარგის სპეციალისტებსა და პროფესიის შეცვლის მსურველებს. აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ სპეციალური ცოდნა კიბერუსაფრთხოებაში.

მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ კომპიუტერის საბაზისო ოპერაციების, მათ შორის ფაილების მართვის, პროგრამული აპლიკაციების გამოყენების და ინტერნეტში ნავიგაციის უნარები.

კურსის მასალები და ინსტრუქციები მომზადებულია როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. შესაბამისად, მონაწილეები უნდა ფლობდნენ ქართულ (C1) და ინგლისურ ენებს (A2).

ტრენინგკურსი მონაწილეებისგან მოითხოვს მაღალ მოტივაციასა და მაქსიმალურ ჩართულობას - საფუძვლიანად აითვისონ სატრენინგო მასალა, დაესწრონ სესიებსა და შეასრულონ დავალებები.


სააპლიკაციო ფორმა


აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 16 აპრილი.
შეკითხვებისათვის მიმართეთ ტრენინგის კოორდინატორს, მარიკა ჯიმშელეიშვილს
ტელეფონი: +995 598 44 93 55,
ელ.ფოსტა: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge

 


სხვა სიახლეები