KIU-ს მიზანია, გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ცენტრი რეგიონში. უნივერსიტეტის სტრატეგია კვლევის სფეროში ითვალისწინებს თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურისა და ლაბორატორიების ბაზაზე მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განვითარება KIU-ში შესაბამისი დარგის მეცნიერებისა და წამყვანი ექსპერტების მოზიდვის გზით.
KIU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა ითვალისწინებს ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. აღნიშნულ კვლევით ცენტრში შესაძლებელი იქნება სამეცნიერო კვლევების განხორციელება ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში, რადიაციულ ფიზიკაში და ბიოფიზიკაში. კვლევითი ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს პროტონული თერაპიის ცენტრის ჩამოყალიბებას, KIU-ს მედიცინის ფაკულტეტთან ერთად.
KIU ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო პარტნიორობას აკადემიური, ადმინისტრაციული და სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობით. პარტნიორობების შესახებ ვრცელი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით, შემდეგ მისამართზე: info@kiu.edu.ge
ადრონული თერაპიის ცენტრი (HTC)
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განთავსდება ადრონული თერაპიის ცენტრი. ცენტრი აღიჭურვება ნაწილაკების ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლებით, რომელიც განკუთვნილი იქნება სამეცნიერო კვლევების და სამკურნალო მიზნებისათვის. ადრონული თერაპიის ცენტრში განთავსდება მოწყობილობები და ლაბორატორიები კვლევებისა და განათლების ხელშესაწყობად შემდეგი ძირითადი მიმართულებების მიხედვით:
- სამედიცინო და ექსპერიმენტული ფიზიკა
- სამედიცინო და რადიაციული ბიოფიზიკა
- რადიოქიმია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში განთავსდება IBA (Ion Beam Applications SA) ციკლოტრონები. შეიქმნება ცენტრი, სადაც ჩატარდება როგორც სამეცნიერო კვლევები, ასევე ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა.
პროტონული თერაპიის კლინიკა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში შეიქმნება პროტონული თერაპიის კლინიკა, რომელიც პაციენტებს შესთავაზებს კომბინირებულ სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მომსახურებას. კიბოს მკურნალობა და მკურნალობის ახალი მეთოდების კვლევა წარიმართება პროტონულ თერაპიაზე დაფუძნებული უახლესი მეთოდებით.
პროტონული თერაპია მიიჩნევა რადიაციული თერაპიის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ფორმად, რომელშიც კიბოს დასხივებისას გამოიყენება მაღალენერგეტიკული პროტონების ნაკადი. ამ უახლეს მეთოდს გამოყენების მზარდი სფერო გააჩნია.
ცენტრი შეუერთდება პროტონული თერაპიის მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე მოწინავე ცენტრების ქსელებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველი აკადემიური წლის დასასრულს ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციას
ატარებს. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერები თავიანთ კვლევებს წარადგენენ. კონფერენცია ორგანიზებულია პარალელურ სესიებად, კვლევების თემატიკის გათვალისწინებით.
KIU წლიური კონფერენცია 2021 მოიცავდა შემდეგ სექციებს:
მენეჯმენტი - პუბლიკაცია
მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება - პუბლიკაცია
ფიზიკა
KIU წლიური კონფერენცია 2022 მოიცავდა შემდეგ სექციებს:
მენეჯმენტი - პუბლიკაცია
მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება - პუბლიკაცია
KIU წლიური კონფერენცია 2023 მოიცავდა შემდეგ სექციებს:
მენეჯმენტი - პუბლიკაცია
მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება
KIU წლიური კონფერენცია 2024 მოიცავდა შემდეგ სექციებს:
მენეჯმენტი - პუბლიკაცია
მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება