ვებინარების სერია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ

 16/05/2020

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და KIU კონსულტაციის / Enrollment Advisors ორგანიზებით, 14 მაისიდან ვებინარების სერია დაიწყო. ონლაინ ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და მასში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციის წევრები, და პროფესორები მიიღებენ მონაწილეობას. ონლაინ შეხვედრების მიზანია დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა, აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა, სტუდენტებმა და თემით დაინტერესებულმა პირებმა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, მისი პროგრამების, სწავლების, საგრანტო ფონდისა, გაცვლითი პროგრამების, კამპუსის და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ვებინარ-შეხვედრები Zoom-ით გაიმართება და მსურველებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ. ვებინარის მონაწილეები უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციის რეჟიმში მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე, გაეცნობიან თუ რა სიახლეები ელოდებათ მათ KIU-ში სწავლების შემთხვევაში და როგორ ემზადება რეგიონის ახალი საგანმანათლებლო ჰაბი 2020-2021 სასწავლო წლისთვის.

KIU მაისის ვებინარების კალენდარი:
 
• ერთიანი ეროვნული გამოცდები, მობილობა, სწავლის დაფინანსება
  სპიკერი: ვალერი გობრონიძე
  14 მაისი, 16 საათი

• KIU მენეჯმენტის პროგრამა
  სპიკერი: ნათია ზედგინიძე და აკაკი ხელაძე
  21 მაისი, 16 საათი

• KIU მათემატიკის პროგრამა
  სპიკერი: რამაზ ბოჭორიშვილი
  25 მაისი, 16 საათი

• შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან
  სპიკერი: ალექსანდრე თევზაძე
  29 მაისი, 16:00 საათი

ვებინარის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ: https://www.facebook.com/events/229471604981355/

ვებინარებში მონაწილეობის მისაღებათ, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:  https://forms.gle/532cWgbE5LesbSYT6