ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ხორციელდება მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა.
KIU აღნიშნულ პროგრამას სთავაზობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.
გთხოვთ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელექტრონულ ფოსტაზე: math@kiu.edu.ge
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების ბაკალავრი მათემატიკაში
სწავლების ენა: ინგლისური
შენიშვნა: საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს.
აკრედიტაცია
• პროგრამა შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით;
• პროგრამა დამტკიცებულია KIU-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ;
• პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ექვივალენტურია.
პროგრამის მიზნები და ამოცანები
სტუდენტების აღჭურვა მათემატიკური თეორიის ძლიერ საფუძვლებითა და მისი პრაქტიკული გამოყენებებით ხელოვნურ ინტელექტში, სამეცნიერო გამოთვლებში და ფინანსურ მათემატიკაში. პრობლემის გადაჭრის უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების ხელშეწყობა მრავალფეროვანი სასწავლო კურსებისა და პრაქტიკული პროექტების საშუალებით.
• ცოდნა და გაცნობიერება
PLO1: ფლობს სიღრმისეულ ცოდნას აბსტრაქტული და გამოყენებითი მათემატიკის საფუძვლების შესახებ;
PLO2: აქვს შერჩეული ფოკუს-სფეროს საფუძვლების სიღრმისეული ცოდნა;
PLO3: შეუძლია მათემატიკური პრობლემების საკვანძო კომპონენტებისა და ძირითადი პრინციპების იდენტიფიცირება და არტიკულაცია.
• უნარები
PlO4: შეუძლია ფუნდამენტური მათემატიკური ცნებებისა და ტექნიკის გამოყენება, მათემატიკური ამოცანების გადასაჭრელად;
PLO5: ფლობს ფუნდამენტურ სტრატეგიებს მათემატიკური მეთოდების სხვადასხვა კონტექსტსა და სფეროში ტრანსფერისა და გამოყენებისთვის, კომპიუტერზე მათემატიკური პროცესების განხორციელების ჩათვლით;
PLO6: შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს მათემატიკური მეთოდების ვალიდურობა და გამოყენებადობა რეალურ კონტექსტში;
PLO7: შეუძლია ეფექტურად წარმოადგინოს შედეგები ზეპირად და წერილობით აბსტრაქტული და გამოყენებითი მათემატიკის სფეროებში.
• პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
PLO8: შეუძლია ამოხსნას კარგად განსაზღვრული საბაზისო სამეცნიერო ამოცანა დამოუკიდებლად ან გუნდთან ერთად;
PLO9: შეუძლია დამოუკიდებლად შეიძინოს ახალი ცოდნა და უნარები და მუდმივად მზადაა ახალი ცოდნის მისაღებად.
დასაქმების სფეროები
პროგრამის კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან მათემატიკისა და მისი გამოყენებების საფუძვლების ცოდნით.
პროგრამის კაარიერული შესაძლებლობები მრავალფეროვანია. მათემატიკური მეთოდები ფართოდ გამოიყენება აკადემიაში, კვლევაში, ინჟინერიასა და ბიზნესში. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებში, სადაც საჭიროა მათემატიკური მოდელირების, ხელოვნური ინტელექტის, ფინანსური ანალიზისა და კომპიუტერული სიმულაციის ცოდნის გამოყენება.
კურსდამთავრებულები სწავლის გაგრძელებას შეძლებენ სამაგისტრო საფეხურზე, მათემატიკის და სხვა მიმართულებით.
როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
საერთაშორისო სტუდენტები კი, დაინტერესების შემთხვევაში, უნდა ეწვიონ ბმულს: Admissions