2022 წლის ინოვაციების პირველი ბიზნეს ფორუმი
KIU ინოვაციების პირველი ბიზნეს ფორუმი - „უნივერსიტეტების მესამე მისია: ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის“ 2022 წლის 26 და 27 ოქტომბერს გაიმართა. ორი დღის განმავლობაში 100-ზე მეტმა სტუმარმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა ქართველ კოლეგებთან ერთად პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და ვორქშოფები ჩაატარეს, განიხილეს, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში და როგორ უწყობენ ისინი ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. ფორუმი აერთიანებდა მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს.
KIUInnovate პირველი ბიზნეს ფორუმი 2022 წელს აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის (University Capacity Building Program) ფარგლებში და TUM International-თან პარტნიორობით განხორციელდა.