კიბერუსაფრთხოების ტრენინგ პროგრამა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა სახის პროფესიული განვითარების პროგრამები, სასწავლო კურსები და ტრენინგები. 2023 წელს სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, კიბერუსაფრთხოების ტრენინგ პროგრამის შექმნის და განხორციელების მიზნით, მიიღო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტი, პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში. პროექტის შედეგად შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი.

ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ. წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები მიიღებენ საგამოცდო ვაუჩერს EC-Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატის მოსაპოვებლად. EC-Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია და საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში.

სწავლება ხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგების სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული.


დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: cybsec.kiu.edu.ge


 

ტრენინგ კურსი „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“

კურსზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოებაში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სრულიად უფასოდ გაივლიან დარგის ქართველი და გერმანელი ექპერტების მიერ მომზადებულ კურსს.

 

ტრენინგკურსის შესახებ:

სამუშაო ენა: ინგლისური (A2 დონე); ქართული (C1 დონე)

ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. საჭიროების შემთხვევაში, KIU უზრუნველყოფს მონაწილეთა განთავსებას უნივერსიტეტის საცხოვრებელში.


ტრენინგკურსის კურიკულუმი:

კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
    მოდული 1: Fundamentals and Threat Landscape
    მოდული 2: Infrastructure and Security Assessment
    მოდული 3: Web Security and Resilience
    მოდული 4: Cloud, Mobile, and Application Security
    მოდული 5: Penetration Testing and Forensics


ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

განაცხადის გაკეთება შეუძლია კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს: სტუდენტებს, სხვა დარგის სპეციალისტებსა და პროფესიის შეცვლის მსურველებს. აპლიკანტებს არ მოეთხოვებათ სპეციალური ცოდნა კიბერუსაფრთხოებაში.
მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ კომპიუტერის საბაზისო ოპერაციების, მათ შორის ფაილების მართვის, პროგრამული აპლიკაციების გამოყენების და ინტერნეტში ნავიგაციის უნარები.
კურსის მასალები და ინსტრუქციები მომზადებულია როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. შესაბამისად, მონაწილეები უნდა ფლობდნენ ქართულ (C1) და ინგლისურ ენებს (A2).
ტრენინგკურსი მონაწილეებისგან მოითხოვს მაღალ მოტივაციასა და მაქსიმალურ ჩართულობას - საფუძვლიანად აითვისონ სატრენინგო მასალა, დაესწრონ სესიებსა და შეასრულონ დავალებები.

 

 

ტრენინგ კურსები „ეთიკური ჰაკერი“ და „ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი“

1. ეთიკური ჰაკერის კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

Introduction to Ethical Hacking; Foot printing and Reconnaissance; Scanning Networks; Enumeration; Vulnerability Analysis; System Hacking; Malware Threats; Sniffing; Social Engineering; Denial-of-Service; Session Hijacking; Evading IDS, Firewalls, and Honeypots; Hacking Web Servers; Hacking Web Applications; SQL Injection; Hacking Wireless Networks; Hacking Mobile Platforms;  IoT and OT Hacking; Cloud Computing; Cryptography.

 

2. ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
Information Security and Ethical Hacking; Reconnaissance Techniques; System Hacking Phases and Attack Techniques; Network and Perimeter Hacking; Web Application Hackin; Wireless Network Hacking; Mobile Platform, IoT, and OT Hacking; Cloud Computing; Cryptography.


ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია ახალი ცოდნის მიღებით კიბერუსაფრთხოების დარგში და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

• აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებაში. უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება IT მიმართულებით, კომპიუტერულ ინჟინერიაში ან მსგავს სფეროში.
• აუცილებელია ოპერაციული სისტემების ცოდნა, განსაკუთრებით კი Linux და Windows.
• უპირატესობად ჩაითვლება პროგრამირების ენების - Python, C/C++ ან სკრიპტინგის ენების ფლობა.
• ქსელის პროტოკოლის - TCP/IP, DNS, DHCP და HTTP ცოდნა არის აუცილებელი.
• მონაწილეები უნდა ფლობდნენ კიბერუსაფრთხოების საფუძვლების საბაზისო ცოდნას, მათ შორის: დაშიფვრას, ავთენტიფიკაციას, წვდომის კონტროლსა და უსაფრთხოების პოლიტიკას.
• პრაქტიკული გამოცდილება IT და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ როლებს, როგორებიცაა: სისტემის ადმინისტრატორები, ქსელის ადმინისტრატორები ან IT მხარდაჭერის პერსონალი.
• მონაწილეები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ეთიკური ჰაკინგით. ეთიკური ჰაკერები უნდა მუშაობდნენ იურიდიულ და ეთიკურ საზღვრებში.
• ტრენინგკურსი მონაწილეებისგან მოითხოვს მაღალ მოტივაციას და მაქსიმალურ ჩართულობას - საფუძვლიანად აითვისონ სატრენინგო მასალა, დაესწრონ სესიებს და შეასრულონ დავალებები.

 

შერჩეული აპლიკანტები მოწვეულნი იქნებიან ონლაინ გასაუბრებაზე. ასევე, შესაძლებელია გაიარონ ონლაინ ტესტირება.

 

გთხოვთ, აღნიშნულ სარეგისტრაციო ფორმის შევსებასთან ერთად, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შემდეგ მისამართზე: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge
 


საკონტაქტო პირი:
დამატებითი შეკითხვებისათვის მიმართეთ ტრენინგის კოორდინატორს, მარიკა ჯიმშელეიშვილსტელეფონი: +995 551 60 11 97ელ.ფოსტა: Marika.Jimsheleishvili@kiu.edu.ge