ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და მანეჯმენტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს.
KIU სტიპენდია შეიძლება მოიპოვონ სტუდენტებმა KIU-ში სწავლის მესამე სემესტრიდან, რომლებსაც აქვთ:
• წინა სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 საშუალო ქულა;
• წინა სემესტრის განმავლობაში დაგროვილი არანაკლებ 18 ECTS კრედიტი;
• წინა სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილი არანაკლებ 51 ECTS კრედიტი.
იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მოპოვებული აქვთ KIU ბარათი და აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ ოთხოვნებს, უფლებამოსილი არიან მიმართონ უნივერსიტეტს და მოითხოვონ KIU ბარათის ჩანაცვლება KIU სტიპენდიით.
საბაკალავრო პროგრამების სტიპენდიების გაიდლაინი