დაფინანსებული პროექტები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტური ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ KIU-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, სტუდენტთა ჯგუფს, სტუდენტურ კლუბს ან ნებისმიერ სტუდენტურ გაერთიანებას.


მიმდინარე წლის ადრე გაზაფხულზე სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ პროგრამაში და შეუდგნენ პროექტების მომზადებას. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ეტაპზე სულ, 19 განაცხადი წარედგინა სტუდენტური პროექტების განმხილველ კომისიას. კომისიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქალბატონი მაგდა მაღრაძე ხელმძღვანელობს.

შემოსული 19 პროექტიდან განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, გაიმარჯვა 5 პროექტმა, რომლთაც უნივერსიტეტის მხრიდან მოიპოვეს დაფინანსება:

1. Competitive Programming Club - პროექტზე მომუშავე სტუდენტთა ჯგუფი: თომა ფირცხელანი (კოორდინატორი), ნიკა ფხაკაძე, ლაშა კვატაშიძე;  ჯამური ბიუჯეტი: 10 960 ლარი;

2. KIU Math Club - პროექტზე მომუშავე სტუდენტთა ჯგუფი: სანდრო ვაწაძე (კოორდინატორი), ტატო ბაძგარაძე; ჯამური ბიუჯეტი: 5 460 ლარი;

3. უნივერსიტეტის ნახევრად პროფესიონალური გუნდი ფეხბურთში “F.C.KIU” - პროექტზე მომუშავე სტუდენტთა ჯგუფი: ტარიელ ცერცვაძე (კოორდინატორი), ლაშა კაკაბაძე, ზურა ნამიჭეიშვილი; ჯამური ბიუჯეტი: 3 300 ლარი (სპორტული ეკიპირებისთვის); გუნდმა უკვე იასპარეზა უნივერსიტეტის სახელით. KIU-ს საფეხბურთო ნაკრებმა წელს, პირველად, საუნივერსიტეტო სპორტის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა (დეტალები იხილეთ ბმულზე);

4. KIU-ს კალათბურთის გუნდი - პროექტზე მომუშავე სტუდენტთა ჯგუფი: გიორგი ჭაბუკიანი (კოორდინატორი), დავით ჯიშკარიანი; ჯამური ბიუჯეტი:7 740 ლარი (დეტალები იხილეთ ბმულზე);

5. ტელე/ვიდეო პროექტი - მოგზაურობა მათემატიკაში KIU-ს სტუდენტებთან ერთად -პროექტზე მომუშავე სტუდენტთა ჯგუფი: დავით სოფაძე (კოორდინატორი), ნინო ჩხაპელია, ელენე ნიშნიანიძე, ლაშა შავგულიძე, ლიკა რაზმაძე, ნიკა გოგოლაძე, ელენე კენჭოშვილი, თიკო ჯავახაძე, მარიამ ხუსკივაძე; ჯამური ბიუჯეტი: 8 970 ლარი.

KIU-ს მიერ დაფინანსებული 5-ვე პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 36 430 ლარს.