ზაფხულის სკოლა 2022

“ციფრული აზროვნება 2022”

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

13 – 15 ივლისი

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ზაფხულის სკოლაში “ციფრული აზროვნება 2022”, რომლის მიზანია სტუდენტთათვის Hardware Design და Software Development -ის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება.


ზაფხულის სკოლა ჩატარდება 13-დან 15 ივლისის ჩათვლით.

მეცადინეობის დრო: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი 10:00-დან 15:30 საათამდე.

ზაფხულის სკოლას გაუძღვება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი: ია მოსაშვილი. ლექციებს ასევე წაიკითხავენ პროფესორის/სწავლების ასისტენტები: სალომე ფიროსმანიშვილი, ვასილი ნიკოლაევი და მირიან გიორგაძე.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ კომპიუტერის არქიტექტურის  კურსი და ფლობენ Hardware/Software ენებს. მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ Verilog და/ან VHD ენებს.

ზაფხულის სკოლაში მეცადინეობა წარიმართება ჰიბრიდული მოდელით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25.


როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე.

 

 

აპლიკაციის შევსების ვადა: 23 მაისიდან 6 ივნისის 18:00 საათამდე.

ზაფხულის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: cs@kiu.edu.ge. ტელ: 511 13 51 97. საკონტაქტო პირი: ნათია გაფრინდაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის კოორდინატორი.