მიღების პროცედურა მოიცავს აპლიკანტის  გასაუბრებას  სადოქტორო პროგრამის საბჭოსთან (მაგ., ზეპირი გამოცდა).


გასაუბრებამდე KIU სადოქტორო სკოლაში წარსადგენი დოკუმენტები მოიცავს შემდეგ ჩამონათვალს:


სავარაუდო ხელმძღვანელების თანხმობის წერილი;

კვლევითი წინადადება (კვლევის თემატიკის მითითებით, სადოქტორო პროგრამის თემატიკების ჩამონათვალის შესაბამისად);

ავტობიოგრაფია (CV);

საგანმანათლებლო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები:

      - სადოქტორო პროგრამაზე სწავლების გაგრძელებისათვის აუცილებელი ხარისხი;

      - აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (GPA არანაკლებ 2.5);

      - ინგლისური ენის სერტიფიკარი (B2 დონე), ან ენის ტესტის ჩაბარების დამადასტურებელი              დოკუმენტი;

დოქტორანტურაში სწავლის დაფინანსების წყაროს არსებობის ან დაფინანსების უნივერისტეტიდან მოთხოვნის შესაბამისი დოკუმენტი/ები (იხილეთ ცნობარი).

მაგისტრანტის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი (ელექტრონულად და ფიზიკური ასლი)

პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ელექტრონულად და ფიზიკური ასლი)

წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობა ან სამხედრო ბილეთი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ელექტრონულად და ფიზიკური ასლი)



შენიშვნა: მიღება დამოკიდებულია კანდიდატის პოზიციაზე სარეიტინგო სიაში და პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობაზე.