საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე მიღების წინაპირობები
1. საერთო სამაგისტრო გამოცდა
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ მიღებისთვის საქართველოს მოქალაქე აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ განთავსებულია სსიპ - გამოცდებისა და შეფასების ცენტრის საგამოცდო გზამკვლევში.
2. შესაბამისი ბაკალავრის ხარისხი
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს შემდეგი დისციპლინებიდან:
• მენეჯმენტი
• ფინანსები
• ბუღალტერია
• ეკონომიკა
• ბიზნესი და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია
• კომპიუტერული მეცნიერება
• საინფორმაციო ტექნოლოგიები
• საინფორმაციო სისტემები
• მათემატიკა
• სტატისტიკა ან დაკავშირებული სწავლების სფერო
• ფიზიკა
• კომპიუტერული ინჟინერია
• ელექტრონული ინჟინერია
3. ინგლისური ენის დონე
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე და წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოსადგენი საბუთების ნუსხა იხილეთ ქვემოთ).
4. ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტმა საჭიროა გაიაროს ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელ პირებთან.
კანდიდატებთან ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ ჩატარდება 2024 წლის 1 აგვისტოდან - 2024 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.
5. საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა
მაგისტრანტობის კანდიდატებს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა შეეძლებათ 2024 წლის 18 სექტემბრიდან 2024 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით; საპრეტენზიო განაცხადები განიხილება 2024 წლის 23 სექტემბრიდან 2024 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით;
6. ხელშეკრულების გაფორმების ვადები
შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 26 სექტემბრიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 26 ივლისიდან - 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: FIM@kiu.edu.ge
იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი.
2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
4. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6. ფოტოსურათი (35X45 მმ) – ელექტრონული ვერსია;
7. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
8. სამოტივაციო წერილი - 1 (ერთი) გვერდი.