საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე მიღების წინაპირობები
1. საერთო სამაგისტრო გამოცდა
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ მიღებისთვის საქართველოს მოქალაქე აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ განთავსებულია სსიპ - გამოცდებისა და შეფასების ცენტრის საგამოცდო გზამკვლევში.
2. შესაბამისი ბაკალავრის ხარისხი
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს შემდეგი დისციპლინებიდან:
• მენეჯმენტი
• ფინანსები
• ბუღალტერია
• ეკონომიკა
• ბიზნესი და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია
• კომპიუტერული მეცნიერება
• საინფორმაციო ტექნოლოგიები
• საინფორმაციო სისტემები
• მათემატიკა
• სტატისტიკა ან დაკავშირებული სწავლების სფერო
• ფიზიკა
• კომპიუტერული ინჟინერია
• ელექტრონული ინჟინერია
3. ინგლისური ენის დონე
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე და წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოსადგენი საბუთების ნუსხა იხილეთ ქვემოთ).
4. ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტმა საჭიროა გაიაროს ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელ პირებთან.
ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელი იქნება 26 ივლისიდან - 10 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: FIM@kiu.edu.ge
იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. CV/რეზიუმე
4. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი. (წინა წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე და ნიშნების ფურცელი);
5. ფოტოსურათი (35X45 მმ) – ელექტრონული ვერსია;
6. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
7. სამოტივაციო წერილი - 1 (ერთი) გვერდი.
8. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ
ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ
კანდიდატებთან ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ ჩატარდება 1 აგვისტოდან - 17 სექტემბრის ჩათვლით.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა
მაგისტრანტობის კანდიდატებს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა შეეძლებათ 18 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით; საპრეტენზიო განაცხადები განიხილება 23 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით;
ხელშეკრულების გაფორმების ვადები
შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: (+995) 577 66 84 88
ელ.ფოსტა: FIM@kiu.edu.ge