პროფესორი რუდი ზაგსტი

რუდი ზაგსტმა შეისწავლა ბიზნეს-მათემატიკა ულმის უნივერსიტეტში (University of Ulm). სტოხასტური დინამიური ოპტიმიზაციის მიმართულებით დისერტაციის დაცვის შემდგომ, მისი პროფესიული კარიერა დაიწყო ჰიპო ვერეინსბანკში (HypoVereinsbank AG), სადაც ის მუშაობდა პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელად ინსტიტუციური საინვესტიციო მენეჯმენტის მიმართულებით. შემდგომში, პროფესორმა ზაგსტმა მუშაობა გააგრძელა  საერთაშორისო აქტივების მართვის კომპანიაში (Allfonds International Asset Management GmbH) საკონსულტაციო განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. მოგვიანებით კი, იგი დაინიშნა კერძო კვლევითი ინსტიტუტის, კომპანია რისკ ლაბის (RiskLAb GmbH) დირექტორის თანამდებობაზე ფინანსების მიმართულებით.


1992 წლიდან, პროფესორი ზაგსტს სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა ეკავა აუგსბურგის (Augsburg), სენტ გალენის (St. Gallen), მიუნხენის (Мunich), ტორონტოს
(Toronto), ულმისა (Ulm) და სინგაპურის (Singapore) უნივერსიტეტებში.  ჰაბილიტაციის გავლის შემდგომ (2000 წ.), პროფესორმა ზაგსტმა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტიდან მიიღო მოწვევა მათემატიკური ფინანსების პროფესორის თანამდებობაზე მუშაობის შესახებ (2001 წ.), სადაც ამჟამად იგი მათემატიკური ფინანსების კათედრის თავმჯდომარე და სადაზღვევო კვლევითი ცენტრის - ERGO (ERGO Center of Excellence in Insurance) ხელმძღვანელია. პროფესორ რუდი ზაგსტის კვლევები ორიენტირებულია ფინანსურ ინჟინერიაზე, რისკებისა და აქტივების მენეჯმენტზე.


2003 წელს პროფესორი ზაგსტი დაინიშნა ეკონომიკის ფაკულტეტის მეორე წევრად. 2004 წლიდან, მას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა  (Technical University of Munich) და ბაიროითის უნივერსიტეტის (University of Bayreuth) ერთობლივი ელიტარული პროგრამის  - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (Finance & Information Management) თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უკავია. პროფესორი ზაგსტი ასევე მუშაობს ბავარიის ეკონომიკის, რეგიონული განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროს (Bavarian State Ministry of Economic Affairs, Regional Development and Energy), მიუნხენის ფინანსურ  საინიციატივო ცენტრში (FPMI - Munich Financial Center Initiative) და ბავარიის კვლევითი ფონდის (Bavarian Research Foundation) მრჩეველთა საბჭოში. ის ასევე გახლავთ კომპანია Ecuadorhilfe Stuttgart-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.


2007 წელს პროფესორ ზაგსტს ჟურნალ Unicum Beruf-ის მიერ მიენიჭა „2007 წლის საუკეთესო პროფესორი“-ს წოდება იმ წვლილისათვის, რაც მან სტუდენტების პრაქტიკული განათლების სფეროში შეიტანა.

 


 

 

 

პროფესორი აკაკი ხელაძე


პროფესორი დოქტორი აკაკი ხელაძე გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU საქართველო, ქუთაისი) და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM საფრანგეთი, გრენობლი) მენეჯმენტის პროფესორი. ის ასევე არის ნიუ-ვესტმინსტერ კოლეჯის (ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია) დამსახურებული მეცნიერ თანამშრომელი. პროფ. აკაკი ხელაძე დაარსების დღიდან გახლდათ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ რექტორი; უნივერსიტეტი დააფუძნა რეგიონალურ ბაზარზე ერთ-ერთმა უმსხვილესმა საერთაშორისო მოთამაშემ - საქართველოს ბანკმა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ჩამონათვალში 250 უმსხვილეს კომპანიას შორისაა.

რამდენიმე წლის წინ პროფესორი აკაკი ხელაძე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნეს სკოლის დეკანის პოზიციაზე. ის კავკასიის უნივერსიტეტისა (საქართველო, თბილისი) და ჯორჯიის უნივერსიტეტის (ჯორჯიის შტატი, ატლანტა, აშშ) ორმაგი ხარისხის მენეჯმენტის მეცნიერებათა დოქტორია. 10 წელზე მეტია კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და საჯარო/კერძო დაწესებულებებში ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

პროფ. აკაკი ხელაძეს გააჩნია ტრენინგების ჩატარების დიდი გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტრატეგიული და პროექტის მენეჯმენტის, გადაწყვეტილების მიღების, მართვის, მენეჯმენტის კონცეფციების, ბიზნეს გეგმის შემუშავების და სხვ.


გარდა ამისა, ის უწევდა პრაქტიკულ კონსულტაციას დაინტერესებულ პირებს ზემოთ აღნიშნულ სფეროებში. სწავლების გარდა, პროფ. აკაკი ხელაძე მუშაობდა ხელმძღვანელის თანამდებობაზე სხვადასხვა კერძო ორგანიზაციებში.

 

 


"ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)" - საინფორმაციო შეხვედრა.
სპიკერები: FIM სამაგისტრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტი;
KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ნათია ზედგინიძე.