პროგრამის სახელწოდება: ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ფინანსებში

Program Focus: ციფრული ფინანსები, ფინანსური მენეჯმენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ფინანსური მათემატიკა ბმაში სამეწარმეო აზროვნებასთან და ქმედებასთან.
 
პროგრამის მიზნები:
პროგრამის ზოგადი მიზანია ფინანსებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის სფეროში კონკურენტურნარიან სპეციალისტებში იმ ცოდნის გაღრმავება და მეტი სპეციალიზაცია, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას დამოუკიდებლად განახორციელონ ფინანსების და ინფორმაციული მენეჯმენტის ღონისძიებები სხვადასხვა სექტორში (საჯარო, კერძო, არასამთავრობო), მაღალი რგოლის მმართველობით პოზიციებზე საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. პროგრამის მიზნებია:
G1 ყოველისმომცველი ინტერდისციპლინური ცოდნის გადაცემა ფინანსების, ფინანსური ეკონომიკის, ფინანსური მათემატიკის და ინფორმაციის მართვის სფეროებში; ცოდნის გადაცემა  და უნარების განვითარება მონაცემთა და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ფინანსურ თემებზე, მონაცემთა ანალიზი და მონაცემების მომზადება საინფორმაციო სისტემების დახმარებით და ემპირიულ-ანალიტიკური სამუშაო მეთოდების გამოყენებით.
G2 ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა ბიზნეს სცენარების წარმართვაში, მართვასა და განვითარებაში სხვადასხვა ინდუსტრიულ დონეებზე, მსოფლიოს სხვადასხვა სექტორებში, ავტომატიზაციის შედეგად ეფექტური და მდგრადი ფინანსური, საინვესტიციო და რისკების მართვის პროცესების შემუშავებით.  
G3 განავითაროს ის დამოკიდებულებები და ღირებულებები, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნულ განვითარებასა და კავშირს მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის ფინასებისა და ინფორმაციული მენეჯმენტის  სფეროში. 

პროგრამის კონცენტრაციები
• რაოდენობრივი ფინანსები (Quantitative Finance – QF)
• ფინანსური მართვა (Financial Management – FM)
• ბიზნეს და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია - (Business and Information Systems Engineering – BISE)


კარიერული შესაძლებლობები

სამუშაო პოზიციები, სადაც FIM პროგრამის კურსდამთავრებულებულები შეძლებენ დასაქმებას:
• ფინანსური სექტორი
• სტარტაპები, განსაკუთრებით ე.წ. ფინ-ტექ სექტორი (FinTech) და სადაზღვევო-ტექ (Insurе-Tech) კომპანიები.
• სადაზღვევო კომპანიები
• საინვესტიციო კომპანიები
•საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ციფრული ფინანსური სერვისების კონსულტაციაზე, კონცეპტუალური პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა და განვითარებაზე.
• ჯანდაცვა და ფარმაცევტული სექტორი
• კომპიუტერი და მონაცემთა მეცნიერების სექტორი  
• მულტინაციონალური კომპანიები დისტრიბუციასა და წარმოების/საწარმოო სექტორებში.
• სექტორები, რომლებიც საპროგნოზო მაჩვენებლებით დომინანტურია 2030 წლისთვის.

პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

მსურველთა მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.
ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია საგამოცდო გზამკვლევში.  

ხანგრძლივობა:   2 წელი, 120 ЕCTS