KIU-ს სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი (FIM)”.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და პრაქტიკოსი მენეჯერების გამოცდილების გაზრდა ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის სფეროში. პროგრამაში ჩართულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, აითვისონ უახლესი ფინანსური და ციფრული ტექნოლოგიები, დაამუშაონ დიდი რაოდენობის მონაცემები და მოახდინონ ტექნოლოგიისა და მეწარმეობის ინტეგრირება.
ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ ფინანსებისა (რაოდენობრივი) და ინფორმაციის მართვის უნიკალურ კომბინაციას ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: ბიზნეს პროცესების მართვა, ციფრული ინოვაციები, მონაცემთა ანალიტიკა, მანქანური სწავლება, ბლოკჩეინი, რაოდენობრივი ფინანსები, გამოყენებითი რისკების მართვა, ასევე მდგრადობასა და სოციალურ ინოვაციებთან დაკავშირებული სწრაფად განვითარებადი სფეროები. KIU სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სასწავლო გარემოს, მაღალკვალიფიციურ აკადემიურ პერსონალს. პროგრამის ფარგლებში პროფესორები სტუდენტებს გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას, დაეხმარებიან ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვაში, პიროვნულ განვითარებაში. პროგრამა მოიცავს კომუნიკაციისა და ბიზნეს უნარების კურსებს, საზაფხულო სკოლებს, პროექტებს ბიზნეს პარტნიორებთან და სავალდებულო სოციალურ პროექტს. პროგრამა განხორციელდება ინგლისურ ენაზე. მასში ჩართულნი იქნებიან ექსპერტები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (TUM), ტორონტოს უნივერსიტეტიდან და სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.
KIU-ში ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM) პროგრამის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მათემატიკური ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი და ამავე სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელია. პროფესორი ზაგსტი აღნიშნავს: „ტექნოლოგიური რევოლუცია სწრაფად ცვლის ფინანსურ სისტემას. მოხარული ვარ, რომ ვიმუშავებ KIU-ში/საქართველოში, რათა დავეხმარო მათ მომავალი პასუხისმგებლიანი ლიდერების ჩამოყალიბებაში“.
ციფრული ტრანსფორმაცია ბადებს ახალ ბიზნეს მოდელებს, რომლებიც ძირეულად ცვლიან ფინანსურ სექტორს. ფინანსური სერვისების პროვაიდერების მხრიდან გაზრდილი კონკურენტული ზეგავლენის შედეგად, მოსახლეობის მზარდი სურვილი - ისარგებლოს სფეროში არსებული ციფრული შეთავაზებებითა და ისეთი ტექნოლოგიებისა და მეთოდების ინტენსიური გამოყენებით, როგორებიცაა: ბლოკჩეინი და მანქანური სწავლება, ციფრული და ავტომატიზებული ფინანსური სერვისები, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ტრადიციული ფინანსური სერვისებისგან განსხვავებით, ციფრული ბიზნეს მოდელები ხშირად მუშავდება მცირე ჯგუფებში, სტრატეგიის შემუშავებიდან და მონაცემთა ანალიზიდან პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვამდე და საჭიროებს სწრაფ, მოქნილ პროცესებს, საფუძვლიან ცოდნას ყველა ამ სფეროში.
სამაგისტრო პროგრამა - „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) კურსდამთავრებულებს მოამზადებს ახალი გამოწვევებისთვის. ისინი შეძლებენ მომავალი ბიზნეს მოდელების შექმნას. პროგრამა იძლევა ფინანსური მართვის საგნის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საფუძველს. გარდა ფინანსური მართვისა, გადამწყვეტ როლს ასრულებს საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკა. პროგრამა ინტერდისციპლინური ხასიათისაა. იგი სტუდენტებს აძლევს ცოდნას და უნარებს ფინანსების საკითხებზე - მონაცემების, მათი დამუშავების, ანალიზისა და მომზადების საფუძველზე, საინფორმაციო სისტემების დახმარებითა და ემპირიულ-ანალიტიკური სამუშაო მეთოდებით.