პროფ. ვოლფგანგ ა. ჰერმანი

 

 

მოგესალმებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში!

განათლება განავითარებს ნიჭს და ადამიანის ნიჭიერება განაპირობებს საზოგადოების მომავალს. უნივერსიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამეცნიერო პროგრესის შექმნაში და შედეგად გადამწყვეტი ადგილი უკავიათ კულტურული და ეკონომიკური დოვლათის შექმნაში.


საქართველო ასახავს კავკასიის მემკვიდრეობას და გარდა ამისა არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გერმანიისთვის და ინდუსტრიულად განვითარებული სხვა ქვეყნებისთვის.


საქართველო ასახავს კავკასიის მემკვიდრეობას და გარდა ამისა არის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გერმანიისთვის და ინდუსტრიულად განვითარებული სხვა ქვეყნებისთვის.


მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პრეზიდენტის რანგში მიღებული ჩემი 24 წლიანი გამოცდილებით, მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნაში და ვეხმარები მას საერთაშორისოდ დაფასებული სამეცნიერო-კვლევითი და მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტად ჩამოყალიბებაში.  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მთავარი მიზანია, გახდეს ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის დამაკავშირებელი რგოლი, რათა  ქუთაისი კვლავ აქციოს  საქართველოს მეცნიერების და მეწარმეობის  დასაყრდენ ადგილად და ხელი შეუწყოს ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ განვითარებას.  TUM-თან პარტნიორობა გახსნის ახალ ჰორიზონტებს მათ შორის საინჟინრო მეცნიერებებში, რაც დაეხმარება კავკასიაში ახალი ინდუსტრიების შექმნას.


სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა და თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან არის უნივერსიტეტის წარმატების საწინდარი.  KIU-ს სასწავლო და კვლევითი გარემო უმაღლესი სტანდარტის იქნება, რითაც უნივერსიტეტი  თავიდანვე განსაკუთრებულ ნიშას დაიკავებს. KIU-ს აქვს უნიკალური შესაძლებლობა გახდეს ცნობილი, როგორც ადგილი, სადაც მეცნიერება, ინჟინერია და ჰუმანიტარული დარგები ხვდებიან ერთმანეთს. სწორედ ამიტომ შემუშავდება მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იქნება. უნივერსიტეტის განვითარების მუდმივი შემადგენელი ნაწილი იქნება  ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ჩატარება, შესაბამისად ამგვარი ერთიანი მიდგომა ეკონომიკური უკუკავშირის მომტანი იქნება.


უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული აკადემიური პროგრამები TUM International-თან პარტნიორობით არის შექმნილი. აღსანიშნავია ის, რომ უნივერსიტეტის ფინანსური მდგრადობის საფუძველი უზრუნველყოფილია, რაც ახალი, დინამიური, ავანგარდისტული უნივერსიტეტის შექმნას ესაჭიროება. 


KIU რის სტუდენტებისთვის, რომლებიც მზად არიან გააფართოვონ საკუთარი ინტელექტუალური ჰორიზონტი, მიიღონ გამოცდილება საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში როგორც უცხოეთში, ასევე სამშობლოში და განავითარონ მეწარმეობის უნარები და საბოლოო ჯამში  ცოდნა მოახმარონ ახალი ბიზნესების შექმნას.
გილოცავთ და წარმატებას ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლებს!

 

პროფ. ვოლფგანგ ა. ჰერმანი

მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი


ბიოგრაფია