KIU-
ს მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტის ქვეყანაში დარჩენას და საქართველოში დააბრუნოს წარმატებული ქართველი მეცნიერები, აკადემიური და პრაქტიკული სფეროს წარმომადგენლები, KIU-ში საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი აკადემიური და კვლევითი საქმიანობის შეთავაზებით.

 

KIU-ში სწავლების ძირითადი ენაა ინგლისური. აკადემიური პროგრამები მუშავდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. KIU-ს პროგრამები მომზადებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM და TUM International) ერთად.


უნივერსიტეტს საერთაშორისო აკადემიური პერსონალი ჰყავს. KIU-ს საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი რექტორიპროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი, KIU-ს რექტორია პროფესორი გიორგი ხუბუა და KIU-ს ადმინისტრაციულ გუნდს მართავს კანცლერი თეა იმედაძე.

 

აკადემიური პერსონალი შედგება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტებისაგან. KIU სტუდენტებს სთავაზობს სწავლის უნიკალურ შესაძლებლობასა  და გარემოს, როგორც პირისპირ (აუდიტორიაში) ისე დისტანციური (ონლაინ) სწავლების მეშვეობით. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ ადგილობრივი  და უცხოელი პროფესორები და ლექტორები.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განაწილებულია მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის სკოლებში.

აკადემიური პერსონალის სია იხლეთ აქ.