პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი


  პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი არის ქსუ-ს მათემატიკის პროგრამის ხელმძღვანელი. როგორც მკვლევარი, პროფესორი და დეკანი, ის მუშაობდა სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებში, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საქართველო),  ციფრული მეცნიერების და ტექნოლოგიების  ეროვნულ კვლევით ინსტიტუტში (საფრანგეთი), ჟაკ-ლუი ლიონსის ლაბორატორიაში პიერ და მარი კიურის სახელობის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), ფრაუნჰოფერის ალგორითმების და სამეცნიერო გამოთვლების ინსტიტუტში (გერმანია), იულიხის კვლევითი ცენტრის ენერგიის და კლიმატის ინსტიტუტში (გერმანია).
ათ წელიწადზე მეტი პროფ. ბოჭორიშვილი იყო თსუ-ს მექანიკა-მათემატიკისა და შემდეგ ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტების დეკანი. ამ თანამდებობაზე მუშაობისას მას დაუგროვდა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავების და მართვის ფართო გამოცდილება.

სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების მისაცემად  პროფ. ბოჭორიშვილი სისტემატიურად ქმნის ახალ პროექტებს და იღებს გრანტებს. ის აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტ პარიზ 8-ს (საფრანგეთი) და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (ამერიკის შეერთებული შტატები) საბაკალავრო პროგრამების წამოწყებაში თსუ-ში. გარდა ამისა, მან წვლილი შეიტანა თსუ-ს და იულიხის კვლევითი ცენტრის SMART AtmoSim ლაბორატორიის დაფუძნებაში. ასევე, მან განახორციელა სხვადასხვა პროექტები შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის, ფოლკსვაგენის ფონდის, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, TEMPUS-ისა და Erasmus+-ის ფარგლებში.

პროფ. ბოჭორიშვილმა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო 1989 წელს, ხოლო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი - 1996 წელს. მას მიღებული აქვს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ჯილდო (1994), საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია (1998), NATO Fellowship (1999), WSEAS F-and-B საუკეთესო ნაშრომი (2009),თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედალი (2016). აკადემიური ინტერესების შესაბამისად, პროფ. ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების მიმართულებას თსუ-ში.

ამჟამად, მის კვლევის სფეროს წარმოადგენს რიცხვითი კერძო წარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებები მრავალშრიანი ხელოვნური ნეირონული ქსელებისთვის და მათი გამოყენება გარემოს მოდელირებისთვის.



პროფესორი ბორის ვექსლერი

პროფ. ბორის ვექსლერმა უმაღლესი განათლება მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. 2004 წელს მან მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, ხოლო ლექტორის კვალიფიკაცია მოიპოვა  გრაცის უნივერსიტეტში 2008 წელს.
დოქტორანტურის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა ქ. ლინცში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის იოჰან რადონის სახელობის გამოთვლითი და გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში და 2008 წელს დაინიშნა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კონტროლის თეორიის პროფესორის პოზიციაზე. მას შემდეგ, რაც უარი თქვა ვენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტების შემოთავაზებებზე, 2013 წელს პროფ. ვექსლერი დაინიშნა ოპტიმალური კონტროლის ხელმძღვანელად მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ის არის საერთაშორისო კვლევითი სატრენინგო ცენტრის IGDK 1754 სპიკერი. 2016-2019 წლებში იყო მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის დეკანი.
პროფ. ვექსლერის კვლევით სფეროს წარმოადგენს იმ ამოცანების რიცხვითი ანალიზი, რომლებიც აღიწერებიან კერძო წარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებით. მისი შრომების მიზანია იმ ეფექტური რიცხვითი ალგორითმების შემუშავება და ანალიზი, რომლებიც ხსნიან ოპტიმიზაციის პრობლემებს კერძო წარმოებულიან დიფერენციალური განტოლებების სისტემებში.