KIU სტუდენტებს სთავაზობს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამას.
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების ბაკალავრი კომპიუტერულ მეცნიერებაში
სწავლების ენა: ინგლისური
შენიშვნა: საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს.
აკრედიტაცია
• პროგრამა შემუშავებულია TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობით
• პროგრამა დამტკიცებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ;
• პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ექვივალენტურია.
• პროგრამა წარდგენილი იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად პირველი
ნაკადის გამოშვებამდე.
პროგრამის მიზნები
კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ:
მიზანი 1. მათემატიკის საფუძვლების, ალგორითმული პრინციპებისა და კომპიუტერული მეცნიერების თეორიის გამოყენებას კომპიუტერზე დაფუძნებული სისტემების დიზაინისათვის და დიზაინის გადაწყვეტილებებში მხედველობაში მისაღები საკითხების წარმოჩენას.
მიზანი 2. პროფესიულ კარიერაში კომპიუტერულ მეცნიერებათა ფუნდამენტური თეორიების, პრინციპების ვრცელი ცოდნის გამოყენებას, ეთიკურ პრინციპებთან ერთად.
მიზანი 3. კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების ეფექტურად გამოყენებას კომპლექსური პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების შემუშავებისას.
მიზანი 4. პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების უწყვეტი განვითარების მნიშვნელობის გააზრებას და აღიარებას.
სწავლის შედეგები
პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
· ცოდნა და გაცნობიერება
PLO1. გაანალიზონ კომპლექსური გამოთვლითი პრობლემები და გამოიყენონ კომპიუტერული და სხვა მონათესავე დისციპლინების პრინციპები ამ პრობლემების გადაწყვეტისას;
PLO2. დააპროექტონ, დანერგონ და შეაფასონ კომპიუტერზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც აკმაყოფილებს კომპიუტერული მოთხოვნების პაკეტს;
· უნარები
PLO3. ეფექტურად იმუშაონ როგორც ჯგუფის წევრმა ან ლიდერმა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჩართულია პროგრამის დისციპლინის შესაბამის საქმიანობაში;
PLO4. გამოიყენოს კომპიუტერული მეცნიერების თეორიები და პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლები სხვადასხვა პლატფორმებისთვის კომპიუტერზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
PLO5.დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის პროფესიულ აუდიტორიასთან;
· ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა
PLO6. გააცნობიერონ პროფესიული პასუხისმგებლობები და იურიდიულ და ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით გამოიტანოს ინფორმირებული დასკვნები;
PLO7. სწავლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შეიძინენ ახალი ცოდნა და უნარები.
დასაქმების სფეროები
კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დაიწყონ მიმზიდველი კარიერა პროგრამირების, კვლევის, და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში საკონსულტაციო მომსახურების განხორციელებით, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათ შეეძლებათ დასაქმდნენ ინდუსტრიისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, რომელიც დაკავშირებულია მექანიკურ ან ელექტროინჟინერიასთან, მათემატიკასთან ან მედიცინასთან. აგრეთვე დასაქმების შესაძლო სფეროებია, მაგალითად, კომპლექსური კომერციული ინფორმაციული სისტემების დიზაინი, რობოტების პროგრამირება, მონაცემთა ქსელების შექმნა ბანკებსა და კორპორაციებს შორის.
შესაძლებლობები
• პროფესორები TUM-იდან და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან
• სემინარები და ინტერაქტიული სწავლება
• ელექტრონული წვდომა მსოფლიო მასშტაბის საბიბლიოთეკო სისტემაზე
• თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა თანამედროვე
მოწყობილობა აღჭურვილობებით
• ინდივიდუალური, სტუდენტზე ფოკუსირებული სწავლების მიდგომები, სემინარების ჩატარება და
უწყვეტი განათლების, მუდმივი განვითარების პრაქტიკის დანერგვა
• სტაჟირება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში
როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
საერთაშორისო სტუდენტებმა, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ: Admissions