ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ახორცილებს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას.
KIU  იწვევს სტუდენტებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების ბაკალავრი მენეჯმენტში


სწავლების ენა:  ინგლისური


შენიშვნა : საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს შესთავაზებს.



აკრედიტაცია


• პროგრამა შემუშავებულია TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობითდა დამტკიცებულია  საერთაშორისო მრჩეველთა  საბჭოს მიერ
• პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის  ექვივალენტურია
• პროგრამა წარდგენილი იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად პირველი  ნაკადის გამოშვებამდე.

 

ჩასაბარებელი საგნები:

 

სავალდებულო: ქართული 25%; ინგლისური ენა 70%

სავალდებულო-არჩევითი: მათემატიკა 40% ან ისტორია 80%

 

 

პროგრამის მიზნები


მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, 

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი და უწყვეტი პროფესიული ზრდის უნარების მქონე მენეჯმენტის

ბაკალავრები.

 

მიზანი 1

გადასცეს სტუდენტს ფართო თეორიული ცოდნა და ჩამოუყალიბოს პრაქტიკული 

უნარები მენეჯმენტის როგორც საბაზისო, ისე ერთ-ერთ ფუნქციონალურ მიმართულებაში: 

ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა; 

ინოვაციები და მეწარმეობა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; ეკონომიკა და პოლიტიკა.

 

მიზანი 2

განუვითაროს სტუდენტს სამეწარმეო, მმართველობითი და ლიდერობის უნარები, რაც 

აუცილებელია კომპლექსურ, დინამიურად ცვალებად გლობალურ გარემოში 

მმართველობითი ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის.

 

მიზანი 3

ჩამოუყალიბოს სტუდენტს ის მსოფლმხედველობა და ფასეულობები, რომლებიც მას აქცევს კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ, სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობის მქონე, 

თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებულ პირად.



დასაქმების სფეროები


მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულები:
• შეძლებენ იმუშაონ მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციონალური მიმართულებით (მაგ: ბუღალტერია,  მარკეტინგი, ორგანიზაციის მენეჯმენტი, ფინანსები, კონტროლი ან ადამიანური რესურსები,  ოპერაციები და წარმოება, ეკონომიკა და პოლიტიკის ანალიზი); ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციებში: საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი.
• შეძლებენ ლიდერი პოზიციების დაკავებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე
• შეძლებენ წამოიწყონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა და დამოუკიდებლად მართონ საკუთრებაში არსებული  ბიზნესი როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე.


პროგრამის უპირატესობები


• პროფესორები TUM-იდან და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან;
• პროგრამაში სტუდენტის სწავლებისას ტრადიციული ლექციებისა და სემინარების გარდა,  დამატებით  გამოიყენება    სწავლების თანამედროვე მეთოდები:
* ტრენინგ სესიები;
*  აქტიური დისკუსიები, დებატები;
* პროექტებზე დაფუძნებული პრეზენტაციები;
* გუნდური და ინდივიდუალური სწავლება;
* ტესტირება,პრაქტიკული სავარჯიშოების ხელმძღვანელთან ერთად განხილვა, კაზუსების/ქეისების ანალიზი,  დისკუსია-სემინარები, ვიდეო პრეზენტაციები, სიმულაციური თამაშები;

• ელექტრონული წვდომა საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემაზე;
• მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა თანამედროვე აღჭურვილობით;
• ინდივიდუალური, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები, სემინარების ჩატარება და უწყვეტი განათლების, მუდმივი განვითარების პრაქტიკის დანერგვა;
• ბაკალავრიატის სხვა პროგრამების (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება) სტუდენტებს შეუძლიათ  აირჩიონ დამატებითი პროგრამა მენეჯმენტში;
• სავალდებულო სტაჟირება და საბაკალავრო პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება მენეჯმენტის  სფეროებში სტუდენტების უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
• KIU-ში არსებული მრავალკულტურული გარემო, სადაც სტუდენტს შეუძლია ჩამოყალიბდეს გლობალური დონის მენეჯერად და დაბრკოლების გარეშე შეძლოს მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და  კულტურაში;
• მყარი საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები მათემატიკასა და სტატისტიკაში, რაც აუცილებელია პროგრამით  განსაზღვრული კონცენტრაციების სწავლის შედეგების მისაღწევად;

 

 

როგორ ჩავირიცხო პროგრამაზე?


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.

საერთაშორისო სტუდენტებმა, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ: Admissions