21-ე საუკუნე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა. მსოფლიო ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. ამის საფუძველია ცოდნა და განათლება. ჩვენმა წინაპრებმა გარჯით და ბრძოლით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს ეს მშვენიერი ქვეყანა. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესებს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში.

ბიძინა ივანიშვილი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი

2019 წლის 18 სექტემბერი

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ

განათლება

ვიდეო გალერეა