მიხეილ ჩხენკელმა კაზუ იოზავას დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა

 26/11/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა იაპონიის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის - NTT Security -ის აღმასრულებელ დირექტორს კაზუ იოზავას.

მიხეილ ჩხენკელმა კაზუ იოზავას დეტალურად გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი და უნივერსიტეტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. კაზუ იოზავამ მზაობა გამოთქვა, რომ NTT Security -ის წამყვანი სპეციალისტები კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით აქტიურად ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო - კვლევით პროცესში.